პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Call-center
032 2 505 111
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 9:30 - 18:30
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
My Room
Close
Be the first to hear news
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
Get offers first
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

როგორ გეხმარებათ ფრანშიზა დაზღვევის ღირებულების შემცირებაში?

რა არის ფრანშიზა?

 

მანქანის დაზღვევის ფრანშიზა არის თანხა, რომელიც, ავტომობილის დაზიანების დროს, დაზღვევის კომპენსაციიდან გამოიქვითება.  გამოქვითულ თანხას კი, დაზღვეული საკუთარი ჯიბიდან გადაიხდის. ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ გეხმარებათ “ჯიპიაის” ფრანშიზა საკუთარი ფინანსების მართვაში და ზარალის დარეგულირებაში.

 

თუმცა, სანამ ფრანშიზას წარმოგიდგენთ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რა არის ავტოდაზღვევა და რა სარგებელი მოაქვს მას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

თუ უკვე ფიქრობთ, “ჯიპიაის” ავტოდაზღვევის პოლისით სარგებლობაზე, დროა, განვიხილოთ ფრანშიზას მნიშვნელობა და მისი  უპირატესობები:

 

რა პრინციპით გამოიქვითება თანხა თქვენი დაზღვევიდან?

მაგალითად, “ჯიპიაიში” დაზღვეული ავტომობილი სეტყვისგან დაზიანდა. ზიანის გამოსწორება კი 1000 ლარი ჯდება. თუ თქვენ გაქვთ 1%-იანი ფრანშიზა თქვენი მანქანის დაზღვევის პოლისისთვის, “ჯიპიაი” დაზღვევის კომპენსაციას სწორედ ამ 1%-ს გამოაკლებს.

ვთქვათ, თქვენი ავტომობილის საბაზრო ღირებულება 7000 დოლარია. ზარალის ანაზღაურებისას, 1%-იანი ფრანშიზას შემთხვევაში, თქვენი ჯიბიდან სულ რაღაც 70 დოლარის , დაახლოებით 215 ლარის, გადახდა მოგიწევთ. 

ეს ნიშნავს, რომ მიიღებთ 785 ლარს “ჯიპიაისგან” და დარჩენილ 215 ლარზე პასუხისმგებელითქვენ იქნებით.

 

“ჯიპიაის” ფრანშიზას უპირატესობები

 

“ჯიპაი” საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი შემოსავლის გათვალისწინებით აკონტროლოთ დაზღვევის ყოველთვიური გადასახადი:

 

  • “ჯიპიაიში” გამოსაქვით თანხას, ანუ ფრანშიზას, პოლისის ყიდვისას თქვენ ირჩევთ. 

 

  • ზარალის მიხედვით, ფრანშიზას პროცენტის შეცვლა და დარეგულირება შეგიძლიათ

 

  • შემდეგ, მოითხოვთ ადეკვატურ კომპენსაციას. 

 

შესაბამისად, “ჯიპიაის” ფრანშიზა გაუთვალისწინებელი ხარჯების დაზოგვაში და ზიანის თავისუფლად აღდგენაში დაგეხმარებათ. 

 

რომელია უკეთესი: მაღალპროცენტიანი თუ დაბალპროცენტიანი ფრანშიზა?

 

გაითვალისწინეთ, რომ მანქანის დაზღვევისას თუ აირჩევთ ფრანშიზას დაბალ პროცენტს, ზარალის ასანაზღაურებლად, კომპანიისგან მეტ თანხას მიიღებთ. უფრო მაღალპროცენტიანი გამოქვითვა, როგორც წესი, გამოიწვევს მცირე კომპენსაციას. 

ზოგადად, ფრანშიზას არჩევა თქვენს ინტერესებზე, შემოსავალზე და მანქანის დაზიანების რისკებზეა დამოკიდებული. პოლისის არჩევისას არ არსებობს „სწორი“ ან„არასწორი“ ფრანშიზა. ზოგადად, თუ თქვენ გირჩევნიათ მეტი გადაიხადოთ მანქანის შეკეთებაში, ვიდრე დაზღვევაში, მაღალი გამოქვითვა შეიძლება უკეთესი არჩევანი იყოს. ფრანშიზას პროცენტის არჩევამდე, განიხილეთ რამდენიმე სიტუაცია:

 

  • თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ მაღალი პროცენტი, თუ უკვე გაქვთ დაზოგილი თანხა. თუ შესაბამისი დანაზოგი არ გაქვთ, გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, მანქანის შესაკეთებლად ხელფასიდან თანხის გამოყოფა არაკომფორტული არჩევანია. 

 

  • თუ არ ცხოვრობთ ისეთ ქალაქში, სადაც ხშირად არის სეტყვა ან წყალდიდობა, ან ხანგრძლივი მგზავრობა არ გაქვთ დაგეგმილი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანქანა დაზიანდეს და ასანაზღაურებელი თანხა დაგჭირდეთ. ეს ნიშნავს, რომ მაღალპროცენტიანი ფრანშიზა შეიძლება სწორი არჩევანი იყოს.

 

რატომ არისჯიპიაისავტოდაზღვევის ფრანშიზა სანდო?

 

“ჯიპიაიში” შეგიძლიათ, ავტოდაზღვევის პოლისის პერსონალიზებული გეგმა აირჩიოთ. “ჯიპიაიჰოლდინგი” გთავაზობთ მოქნილ პირობებს. შესაბამისად, ფრანშიზას პროცენტულობაც თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი თანხის გამოქვითვას ახერხებთ, “ჯიპიაის” შეგიძლიათ ენდოთ, რომ ზარალის კომპენსაციისთვის ადეკვატურ თანხას მიიღებთ.

 

თუ ფრანშიზით აქამდე არ გისარგებლიათ, “ჯიპიაი” საშუალებას გაძლევთ, რომ დაიწყოთ ფრანშიზას დაბალი პროცენტით და გამოსაქვითი თანხა დროთა განმავლობაში, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, გაზარდოთ ან პირიქით, შეამციროთ.