პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Call-center
032 2 505 111
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 9:30 - 18:30
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
My Room
Close
Be the first to hear news
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
Get offers first
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

იცით რა შეიძლება იყოს ორშაბათ დილაზე უფრო მძიმე?

ორშაბათი დილა მანქანის  გარეშე.

 

ორშაბათის ამ ლამაზ დილას, 9 საათზე, ხელში ბავშვით და თავში დღეს შესასრულებელი ათასი გეგმით  მივუახლოვდი პარკინგზე დატოვებულ მანქანას და მთელი დღის გეგმები ჩემი მანქანის მარჯვენა სარკესავით თავზე ჩამომემსხვრა. მიხვდებოდით, მარჯვენა სარკე მოტეხილი და მთლიანად დამსხვრეული დამხვდა. „დამნაშავე“ გაქცეული, ისე, რომ ნომერიც არ დაუტოვებია.

 

მომენტალურად, თავში  „ბრაზების“  კორიანტელი მოგდის. ბრაზდები უცნობზე, რომელმაც ამხელა გზაზე ისე ვერ გაიარა, რომ არ გაგდებოდა და თან ისე, წავიდა ნომერიც არ დატოვა. ბრაზდები საკუთარ თავზე, სარკის დაკეცვა როომ დაგავიწყდა და ბრაზდები ყველა გეგმაზე, რომელიც დაწყობილი გქონდა და აგერია.

 

სასოწარკვეთის პიკზე კი მიდიხარ ყველაზე მტკივნეულ ნაწილთან, სარკე გატყდა და აუცილებლად უნდა გამოცვალო. მანქანა ახალია , მისი სარკის გამოცვლას კი საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება. აი სინამდვილეში რა იქნებოდა მთავარი სანერვიულო, რომ არა ერთი წინდახედული ქმედება - ჩემი მანქანა დაზღვეულია, თანაც - ჯიპიაიში.

 

მარტივად დავრეკე სადაზღვევოში, იმ დღესვე შემიფასეს მანქანა ჯიპიაის ავტორიზებულ სერვის ცენტრში,  მეორე დღესვე ჩამირიცხეს  თანხა  და მესამე დღეს ახალი სარკით ბედნიერად დავდიოდი ქუჩებში. რომ არა დაზღვევა, მომიწევდა დიდი ხნით გამეჩერებინა მანქანა, მართლა არ ვიცი საიდან უნდა გამეჩინა ასე უცებ 1200 ლარი.

 

არ დაგიმალავთ, ჩემი „წინდახედულობა“  საქართველოს ბანკის ოპერატორის დამსახურებაა. მანქანისთვის სესხს რომ მიმტკიცებდა მაშინ მირჩია, რომ კარგი იქნებოდა დამეზღვია. რამდენიმე სადაზღვევო შემომთავაზა და მე ჯიპიაი ავირჩიე, რადგან ჯანმრთელობა ამ კომპანიაში მაქვს დაზღვეული და ყოველთვის კარგად მემსახურებიან. ყველა სერვისი ციფრულადაა, რითაც ძალიან ბევრ დროს ვზოგავ.

 

მეც მარტივად , მანქანის შეძენისას საქართველოს ბანკის ფილიალშივე შევიძინე ავტომობილის დაზღვევა და იქვე, სესხიც ჯიპიაიში დავაზღვიე. ავტომობილის დაზღვევასთან ერთად საქართველოს ბანკშივე შევიძინე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა. ჩემი მანქანის გამფუჭებელს, ეს დაზღვევა და ცოტა ნამუსი რომ ჰქონოდა, უპრობლემოდ შემიკეთებდა მანქანას. ავტოპასუხისმგებლობის პოლისი მაშინ იცავს მძღოლს ფინანსური რისკებისგან, როცა მძღოლის ბრალეულობით ზიანდება სხვა პირის ავტომობილი, ჯანმრთელობა ან ქონება. შესაბამისად, თუ რამეს აშავებ, ზარალს სადაზღვევო ანაზღაურებს.  ახალი ნასწავლი მქონდა ტარება, შემთხვევით ჩემი მეზობლის მანქანა რომ დავაზიანე, რადგან ეს პოლისიც ნაყიდი მქონდა, თანხა ჯიპიაიმ გადაუხადა, მანქანაც შეაკეთა და ნაწყენიც არავინ დარჩენილა.

 

მოკლედ, მას შემდეგ, რაც ასე წარმატებით ვიყენებ ყველა დაზღვევას. ვერ გამიგია, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მის გარეშე.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ბანკში ბინის დაზღვევაც შეგიძლიათ შეიძინოთ. მიხვდებოდით, რომ მე შეძენილი მაქვს  ბინის დაზღვევა, იგივე პოლისი კომფორტი, რომლითაც დაზღვეულია მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლ,ა გათბობის სისტემების დაზიანება, კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, ხანძარი, აფეთქება, ქურდობა და სხვა. ამ პოლისით ანაზღაურდება რემონტის, ტექნიკის და ავეჯის შეცვლის ხარჯები. თვეში სულ რაღაც 10 ლარს ვიხდი და ,მართალია, ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ. თუ რამე მოხდა, ვიცი, რომ დაზღვევა დამეხმარება.  

თქვენი მოგზაურობაც შეგიძლიათ ჯიპიაის ანდოთ. საქართველოს ბანკის ფილიალებში, მთელი საქართველოს მასშტაბით  ჯიპიაის სამოგზაურო დაზღვევის შეძენას უმარტივესად შეძლებთ. რამდენიმე დღეში სამოგზაუროდ მივდივარ და უკვე ვიცი, რომელ დაზღვევას შევიძენ. ჯიპიაიში სამოგზაურო დაზღვევის ღირებულება დღეში 1 ლარია და ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამვლა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია და სხვა. პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EU/USD ფარგლებში.