ჯიპიაი ჰოლდინგის კერძო საპენსიო სქემაში გაწევრიანების შემთხვევაში:
თქვენ გეხსნებათ თქვენი პირადი საპენსიო ანგარიში, სადაც დაგროვება მიმდინარეობს თქვენს მიერ ამორჩეულ ვალუტაში, ლარში ან დოლარში;
შენატანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 10 ლარს, შენატანების განხორციელება ხდება ნებისმიერი პერიოდულობით: ყოველთვიურად, ყოველკვარტლურად, ყოველწლიურად და ა.შ.;
თქვენი საპენსიო ფონდი მუდმივად მუშაობს და ერიცხება სარგებელი ყოველწლიურად, პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი!
საპენსიო ასაკისათვის თქვენ გექნებათ საპენსიო დანაგროვი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გქონდეთ უზრუნველყოფილი და მატერიალურად დამოუკიდებელი სიბერე;