მაგრამ რა იქნება ხვალ? – ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორ დავიცვათ საკუთარი ოჯახი, შვილები და ახლობლები მოულოდნელი უსიამოვნებისგან, ან როგორ დავიყვანოთ მათი შედეგები მინიმუმამდე. პასუხი მარტივია და უკვე მთელ მსოფლიოში კარგად ცნობილი – სიცოცხლე შეიძლება დავაზღვიოთ.
თუ ოჯახის მარჩენალი მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვლება, დიდია იმის ალბათობა, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს. ამის გათვალისწინებით, ოჯახის მარჩენალს შეუძლია შეიძინოს სიცოცხლის დაზღვევა, რითაც მისი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის და შვილების ფინანსურ სტაბილურობას აგრკვეული დროით უზრუნველყოფს.
ჯიპიაი ჰოლდინგი საშუალებას აძლევს კლიენტს სიცოცხლის ვადიანი დაზღვევით ისარგებლოს, რომელიც ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას სადაზღვევო პერიოდის განამვლობაში დაზღვეულის ბუნებრივი მიზეზით ან უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალებისას. დაზღვევის ვადა (სადაზღვევო პერიოდი) განისაზღვრება მინიმუმ ერთი წლით.