სახლი

თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი ბინა, კერძო სახლი და აგარიკი (როგორც მათი კონსტრუქციული ნაწილი და რემონტი, ასევე მასში განთავსებული ქონება: ავეჯი, საყოფაცხოვრებო და ელექტრო ტექნიკა). შემდეგი გაუთვალისწნებელი და უსიამოვნო შემთხვევებისაგან:

A ჯგუფი - ხანძარი, მეხის დაცემა, დაზღვეულ ქონებაზე საფრენი აპარატის ან მისი ნაწილების ჩამოვარდნა, საქვაბეების, გაზგაყვანილობის ან სხვა ანალოგიური მოწყობილობების აფეთქება.

B ჯგუფი - სტიქიურიუბედურება: კოკისპირული წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, გრუნტის დაჯდომა, გრიგალი, ქარიშხალი

C ჯგუფი - ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა, ან მათი მცდელობის დროს დაზღვეული ქონების დაზიანება.

D ჯგუფი - მესამე პირთა ბოროტგანზრახული ქმედება, სატრანსპორტო საშუალების შეჯახება, ფანჯრის მინების, სარკეების, ვიტრინების ან სხვა შუშის ნაწილების მსხვრევა.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს ისეთ შემთხვევებსაც, თუ დაზღვეული სახლის/ბინის ან აგარაკის გადასარჩენად საჭირო ქმედებებმა გამოიწვია მათი კონსტრუქციული ნაწილის, რემონტის ან მასში განთავსებული ქონების დაზიანება. მაგალითად, სახლში, ბინაში ან აგარაკზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მაშველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რომელმაც დააზიანა შენობის კედლები და რემონტი. სადაზღვევოკომპანიაჯიპიაიჰოლდინგიპოლისის პირობების შესაბამისად აანაზღაურებს დაზიანებული კედლებისა და რემონტის შეკეთება/აღდგენის ღირებულებას.