Loading Player
ავტოდაზღვევა
Loading Player
Loading Player
ავტოასისტანსი გზებზე
Loading Player
ავტოავარიის დროს, დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ და გამოიძახოთ საპატრულო პოლიცია. ასევე სავალდებულოა დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზზე 2 505 111 და შეგვატყობინოთ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, საპატრულო პოლიციის და ჯიპიაი ჰოლდინგის წარმომადგენლის მოსავლამდე, არ გადაადგილოთ ავტომობილი.
ავტოავარიის დროს
ავტოავარიის დროს, დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ და გამოიძახოთ საპატრულო პოლიცია. ასევე სავალდებულოა დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზზე 2 505 111 და შეგვატყობინოთ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, საპატრულო პოლიციის და ჯიპიაი ჰოლდინგის წარმომადგენლის მოსავლამდე, არ გადაადგილოთ ავტომობილი.
Loading Player
ავტო პასუხიმგებლობის დაზღვევა
Loading Player
შეუკვეთე პოლისი ონლაინ

ავტო

რა იზღვევა?

დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ავტომობილი და დამატებითი მოწყობილობები. “ჯიპიაი ჰოლდინგის” ავტომობილების დაზღვევა მოიცავს რამდენიმე სადაზღვევო სქემას (ავტომექანიკა, ავტომატიკა, ავტოტრონიკი). თვითეული სქემა სადაზღვევო თანხის ფარგლებში, სხვადასხვა სადაზღვევო ლიმიტებით უზრუნველყოფს ავტომობილის ან მისი ნაწილების დაზიანება-განადგურებისაგან მიღებული ზიანის კომპენსირებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი რისკებით:

  • უბედური შემთხვევა (შეჯახება, გადატრიალება, საგნების ვარდნა);
  • ხანძარი, თვით-აალება;
  • სტიქიური უბედურება;
  • ავტომობილის ქურდობა, ქურდობის დროს მიყენებული ზიანი, სხვადასხვა დეტალების ქურდობა, მინის დაზიანება და მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიღებული სხვა ზიანი (ძარცვა, ყაჩაღობა).

“ჯიპიაი ჰოლდინგი” აანაზღაურებს

  • დაზღვეულის მიერ გაწეულ აუცილებელ და ზომიერ ხარჯებს, რომელიც მიმართულია დაზღვეული ავტომობილის შესანარჩუნებლად, ზიანის ასაცილებლად ან/და შესამცირებლად, მიყენებული ზიანის დონის დასადგენად;
  • ავტომობილის გადატანის ხაჯებს უახლოეს სარემონტო სახელოსნომდე, თუ სადაზღვევო შემთხვევის გამო დაზღვეული ავტომობილი ვერ გადაადგილდება საკუთარი სვლით;
  • ავტომობილის შეკეთების ხარჯებს, რაც მოიცავს მოწყობილობებზე, ავტომობილის სპეციალურ ნაწილებზე და შრომით რესურსებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას;
  • სრულ სადაზღვევო თანხას, თუ ზემოხსენებული რისკების გამო ავტომობილი 70%-ზე მეტად დაზიანდება.

დაზღვეული ვალდებულია მომხდარი ზიანის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სადაზღვევო კომპანიას და მისცეს “ჯიპიაი ჰოლდინგის” ექსპერტებს საშუალება შეამოწმონ დაზიანებული ავტომობილი და მოახდინონ შესაბამისი შეფასებები.

სადაზღვევო პრემია

თქვენი პოლისის სადაზღვევო პრემიის ოდენობა დამოკიდებულია ავტომობილის რეალურ ღირებულებასა და სადაზღვევო პერიოდის ხანგრძლივობაზე.