მარცვლეული კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ჯიპიაი ჰოლდინგი საშუალებას გაძლევთ მომწოდებლისგან შეიძინოთ სათესლე მარცვალი, სასუქი და შხამ–ქიმიკატები კონსიგნაციის წერილის საფუძველზე, ხოლო მარცვლეულის, სასუქისა და შხამ–ქიმიკატების თანხა მოსავლის აღების შემდეგ დააბრუნოთ.
თუ მოსავლის აღების შემდეგ ვერ დააბრუნებთ სათესლე მარცვლის, სასუქისა და შხამ–ქიმიკატების ღირებულებას, თქვენს მიერ ვერ გადახდილ თანხას ჯიპიაი ჰოლდინგი აუნაზღაურებს მომწოდებელს.
დაზღვევის შემთხვევაში, კონსიგნაციის ღირებულება იქნება კონსიგნაციის მოცულობის წლიური 4%–დან.