მოსავლის დაზღვევა ღირს სადაზღვევო თანხის 6%.
ფერმერს შეუძლია დააზღვიოს მინიმუმ 5 ჰექტარ მიწაზე მოყვანილი მოსავალი.
გთავაზობთ მოსავლის დაზღვევის ერთ მაგალითს:
ვთქვათ, ნაკვეთის ფართობი არის 10 ჰა. ერთ ჰექტარზე დასაზღვევი მოსავალი არის 2 ტონა.
ერთი ტონა მოსავლის სადაზღვევო თანხა* განისაზღვრა 300 $ ოდენობით. (* სადაზღვევო თანხა, ეს არის მაქსიმალური თანხა , რომელსაც ზარალის შემთხვევაში ჯიპიაი ჰოლდინგი აგინაზღაურებთ)
მთელი ნაკვეთის სადაზღვევო თანხა გამოითვლება შემდეგნაირად 10ჰაX2ტX300$ = 6 000 $
6 000 $ არის თანხის ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც ზარალის შემთხვევაში ჯიპიაი ჰოლდინგი აგინაზღაურებთ.
რადგან მოსავლის დაზღვევა ღირს სადაზღვევო თანხის 6%, მაგალითში მოცემული მოსავლის დაზღვევის ღირებულება იქნება 6 000$ X 6%= 360$.